ინფორმაცია კომაროვის სკოლის მისაღები გამოცდების რეგისტრაციის შესახებ!

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო. მისაღები გამოცდა მე-7 და მე-8 კლასში გადმომსვლელთათვის ჩატარდება მათემატიკაში, ხოლო მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმომსვლელთათვის - მათემატიკასა და ფიზიკაში.

                                     

                                  გამოცდების თარიღი

  • მათემატიკის გამოცდა მე-9, მე-10, მე-11 დამე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის: 5 ივლისი, 2017 წელი: (გამოცდის დაწყების დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 28 ივნისს).

  • ფიზიკის გამოცდა მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის: 4 ივლისი, 2017 წელი: (გამოცდის დაწყების დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 28 ივნისს).

  • მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში  6 ივლისს, 10:00 საათზე.

                                   

                                რეგისტრაციის პირობები 

რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

და წარმოადგინოს 2 საბუთი:

1. ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი ცნობა სკოლიდან.

2. სკოლის მიერ გაცემული 2016-17 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ამ ორი საბუთის სკანირებული ვერსია გადმოაგზავნეთ მისამართზე: registracia199@gmail.com, ელექტრონული წერილის თემაში ან შინაარსში მიუთითეთ: ამა და ამ მოსწავლის სარეგისტრაციო საბუთები,  ან წარმოადგინეთ სკოლაში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი, N49, ოთახი N116, ოთახი N119, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 დან 18:00 საათამდე.

რეგისტრაცია გასტანს 2017 წლის 30 ივნისის 18 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 2392157 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე).

                               

                      მე-7 კლასში მისაღები გამოცდები

კომაროვის სკოლაში, მე-7 კლასში მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო! 

მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს დაწყებითი საფეხური, გამოცდისათვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge 2017 წლის 12 ივნისიდან 10 ივლისის 18:00 საათამდე.

გამოცდა ჩატარდება 2017 წლის 16 ივლისს.

რეგისტრაციისთვის საჭირო ზუსტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ. 


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


მოცემულ ბმულზე იხილეთ გასული წლის საგამოცდო ტესტები: 

სარეგისატრაციო ბმული:


ზემოთ